ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა კოჩაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა
06-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა კოჩაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
2 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ხელვაჩაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტუალური კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების და კულტურის სამსახურისა და ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 69 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 03 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს