„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მეათეკლასელთა საინტერესო პროექტი
06-06-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო და ამავდროულად, მნიშვნელოვან პროექტებს აქტიურად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა (ნანა ჩხაიძის ხელმძღვანელობით) სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში განახორციელეს პროექტი თემაზე - „მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!“.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში წარადგინეს მათ მიერ დამზადებული პოსტერები, გამართეს დისკუსია ომისა და მშვიდობის საკითხებზე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე და ომის დროს მათი დარღვევის შესაძლებლობაზე, ჟენევის კონვენციაზე.  

საკუთარი დამოკიდებულება შემოქმედებითად გამოხატეს პოსტერებში, სადაც ერთმნიშვნელოვნად დაგმეს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები. ასევე, მოაწყვეს პოსტერების გამოფენა.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203