დიდი სმადის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
06-06-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელდიდი სმადის საჯარო სკოლისა და ჩორჩნის დაწყებითი სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
„ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე ამაყად წარსდგნენ. მოეალერსნენ ქართულ ანბანს, როგორც ცოდნის საძირკველს. მოსწავლეები დიდი მონდომებით ასრულებდნენ დაგეგმილ აქტივობებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.