ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის ცოდნა სამოდელო საქმეში გამოიყენეს და გეომეტრიული ფიგურებისგან ტანსაცმელი შექმნეს
06-06-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოდების ჩვენება გაიმართა. 

აქტივობა მხიარულ მათემატიკოსთა კლუბთან არსებულმა სამოდელო სააგენტო „მეცხრე დასმა“ მოაწყო. მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი მოდელები შექმნეს. მათ მასალად პოლიეთილენის პარკები გამოიყენეს.

ჩვენებამ საინტერესოდ, მხიარულად და ნაყოფიერად ჩაიარა.

კლუბის კურატორი ლეილა სვანიძეა.

„მათემატიკის სწავლების ერთ-ერთი ამოცანაა მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინაში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. განხორციელებული პროექტის მიზანიც ეს იყო: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მათემატიკაში მიღებული ცოდნა სამოდელო საქმეში, როგორ შეიძლება გეომეტრიული ფიგურებისაგან ლამაზი ტანსაცმლის შექმნა. პატარა დიზაინერებმა უამრავი საინტერესო მოდელი შექმნეს და წარმოადგინეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203