„ბუნება და ხელოვნება“- ნინოწმინდის N1 სკოლაში გამოფენა გაიმართა
06-06-2022
ნინოწმინდის N1 სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში გამოფენა - „ბუნება და ხელოვნება“ გაიმართა, რომლის ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ ძირითადად, ნახატები VIII-XII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს.

თითოეული ნახატი კი უდიდესი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული და გამოფენა მოსწავლეებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა, რათა კიდევ მეტი ნამუშევარი შექმნან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203