ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფარიკაობის ტურნირში წარმატება მოიპოვეს
06-06-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. 

ფარიკაობაში 2009 -2011 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის ანანო ჯინჭარაძე ტურნირის გამარჯვებული, ხოლო ელენე თურმანიძე III საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. 

ტურნირის მესამე დღეს დაშნით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლები ხატია ხილაძემ და გურანდა აბულაძემ, ხოლო ვერცხლის მედალი ანრი მუკუტაძემ მოიპოვა. 

თენგიზ მორჩილაძის სახელობის ღია პირველობა ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს თინათინ ბოლქვაძეს ამ წარმატებას და მორიგ წინსვლას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203