წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
06-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ფერადი და მხიარული ღონისძება ეზოში გაიმართა, მოსწავლეებმა იმღერეს, სიტყვით გამოვიდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203