ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღეს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს
06-06-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
Iა, IIა და IVა კლასის დამრიგებლებმა: ქეთევან ბერაიამ,ლელა დანელიამ და ნანა დონდოლაძე პატარებს გარემო გაულამაზეს და გაუფერადეს. პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს.
ბავშვები აქტივობაში - „ასფალტზე ხატვა“ ჩაერნენ. დღე სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბედნიერები და კმაყოფილები დარჩნენ, პედაგოგების მიზანიც სწორედ ეს გახლდათ.
„გაზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.
როგორც ვიცით, სურვილი ასეთი სახის დღესასწაულის დაარსებისა, პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა, როდესაც ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ეს იყო 1925 წელს. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს 1 ივნისს დაეწესებინათ ეს დღესასწაული.
მთელი მსოფლიოსათვის სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს მომავალ თაობაზე ზრუნვა და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ბავშვებისათვის მშვიდი უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლის უშუალო მოვალეობაა, ამიტომაც ფოთის N7 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს