„იყავით ქვეყნის საიმედო და საამაყო შვილები“ - დიდი თონეთის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
06-06-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს.

მეთორმეტეკლასელებს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა გზა დაულოცეს.

„ასე ლამაზად და ცრემლმორეული სიყვარულით დავემშვიდობეთ ჩვენს მეთორმეტეკლასელებს - „ჩვენო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებას, გონიერებას, ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.

იყავით ქვეყნის საიმედო და საამაყო შვილები. თქვენ ხართ საქართველოს იმედი, იხარეთ, იმრავლეთ და იღვაწეთ. გამარჯვებით და წარმატებით გვახარეთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ არსებობს თბილი ოჯახი, ჩვენი სკოლა, სადაც მუდამ გელოდებიან და სიყვარულით შეგეგებებიან“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203