წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა წარმატება რესპუბლიკურ კონკურსში
06-06-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა კონკურსში წარმატებას მიაღწიეს. 

ისინი ესთეტიკური ცენტრის მიერ, რესპუბლიკის მასშტაბით რამდენიმე მიმართულებით, გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ. 

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა კონკურსში მონაწილე სკოლათაგან ლიდერ სკოლად დასახელდა, რადგან რვა მონაწილედან რვავემ პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. 

სკოლაში მიწეული წარმატებით ამაყობენ და ყველას წარმატებას უსურვებენ.

„შემოქმედებით სექციაში თავისუფალი საუკეთესო თხზულებები სახელწოდებით „სიყვარული დაფრინავს" შექმნეს მე-10-11 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გოდოლაძემ, ლიზი ჭეიშვილამა, მარიამ ვაწაძემ, ინა ხელაიამ და მარიამ ჯანელიძემ. ფოლკლორის სექციაში მარიამ ვეფხვაძემ. ლიდერობის მიმართულებით თემით „ჩემი განახლებული სკოლა" - მარიამ გახოკიამ.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ პედაგოგებსაც. საინტერესო კრეატიული გადაწყვეტილებით, ოტიას ბრძნული აზრები ანბანის მიხედვით შეადგინა, ერთ წიგნად შეკრა და კალიგრაფისტთა კონკურსში გააგზავნა დაწყებითი საფეხურის პედაგოგმა ნანული სილაგაძემ, რომელმაც ასევე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. გვინდა კვლავ ულევი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მშობლიურ სკოლას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203