თბილისის N127 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
06-06-2022
თბილისის N127 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული - ი. აბესაძე, ბუნება ს. ბოლოტაევა და ხელოვნება - მ. გოგლიძე) - „1 ივნისი ჩვენი დღეა!“ ჩატარდა.
სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა დახატეს და აპლიკაციის ტექნიკით შექმნეს კლასის პლაკატი, სადაც გადმოსცეს განწყობა (ემოცია) აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით.
დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი და შეისწავლეს რელიეფი, დედამიწის ენდემური მცენარეები; ნახეს ჩანჩქერი, ტბა, წყალმცენარეებით და ბაყაყებით, პატარა წყაროები.
მეტეხის ტაძრის ეზოში გაიხსენეს ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ და გამოთქვეს სურვილი, მსგავსი ტურების მოწყობაში მონაწილეობის, რათა უკეთ გაიცნონ დედაქალაქი და სრულიად საქართველო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს