ერკეთის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს
06-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

„ერკეთის საჯარო სკოლამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა კურსდამთავრებულები.

დაირეკა ბოლო ზარი, რომელიც სკოლასთან განშორების, მოსწავლეობასთან გამოთხოვების სიმბოლოა. სიყვარული, სიხარული, ბედნიერება უსურვეს მათ პედაგოგებმა, მშობლებმა, განსაკუთრებულად მიულოცა ეს დღე სკოლის დირექტორმა, თენგიზ ოსეფაიშვილმა.

იყო საოცრად მორთული დარბაზი, უმშვენიერესი ვარცხნილობა, საზეიმო სამოსი, მუსიკა, ყვავილები, გულშემატკივრები და გამოთხოვების ცრემლებიც.

დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენა ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო! თქვენს სკოლას კი ღმერთმა უმრავლოს თქვენნაირი თაობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203