გულგულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
06-06-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ დირექტორმა ლია მოსიაშვილმა და პედაგოგებმა მიმართეს - სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. 

„ემოციური და სევდანარევი სიხარულით სავსე „ბოლო ზარი“.
სკოლაში „ბოლო ზარის" ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა და პედაგოგები საზეიმოდ დაემშვიდობნენ მათ აღზრდილ კიდევ ერთ თაობას. 
ახლა უკვე კურსდამთავრებულების მიერ მომზადებული ღონისძიება ,,ბოლო ზარი" ყველასთვის ემოციური და სევდანარევი სიხარულით სავსე აღმოჩნდა.
ახალგაზრდებმა სიყვარულით გაიხსენეს სკოლის წლები და მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203