ერკეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა
06-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი - „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ საინტერესოდ გააანალიზეს; ასევე, გააკეთეს მოკლე მიმოხილვა XIX საუკუნის ბოლო პერიოდის შესახებ, გამოკვეთეს პრობლემები და იმუშავეს რეზიუმეს შედგენაზე.

ღია გაკვეთილის პროცესში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203