ქვემო ვაშლოვანისა და საციხურის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში გაიმართა
06-06-2022
რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანისა და საციხურის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური საღამო - „რა? სად? როდი?“ ჩატარდა.
ინტელექტუალური თამაში ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში, 3 ივნისს გაიმართა.
ორივე სკოლიდან 10 - 10 ბავშვი მონაწილეობდა.
კითხვებს შორის მეტი გამხნევებისათვის შესრულდა თავისუფალი ნომრები: საციხურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ცეკვა „სამაია“ წარადგინა, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდმა სხვადასხვა სახის მუსიკალური ნომერი შეასრულა, მე-11 კლასის მოსწავლე საბა აბაშიძემ კი ლექსი - „ქაშუეთის წინ“ წაიკითხა.
ფინალურ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი მოიპოვა მე-3 გუნდმა, მე- 2 ადგილი მეოთხე და მეხუთე გუნდებმა, ხოლო მესამე ადგილს მეორე გუნდი დასჯერდა. სულ 6 გუნდი მონაწილეობდა.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლიანა აბულაძე და ისტორიის პედაგოგი გულნარა მუშარბაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო