სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ტრადიციული ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
06-06-2022

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეების ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წახალისებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლის მე-3დ კლასში, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ტრადიციულად ტარდება ინტელექტუალური შეჯიბრი კლასის „ყველაზე ჭკვიანი“ მოსწავლის გამოსავლენად. 

წელსაც დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ კლასის მოსწავლეები კითხვარების შესწავლას და გასაოცარი შედეგი დადეს. შეჯიბრი ორ ტურად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოსწავლეებმა საოცრად მაღალი მიღწევები აჩვენეს და საჭირო გახდა დამატებით მე-3 ტურის ჩატარება.

დირექციამ და ჟიურის წევრებმა მონაწილეები, ფინალისტები და გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

საგანმანათლებლო ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები და ვიდეო გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203