ბუღაშენის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების შესახებ სამოქალაქო განათლების საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ანი აღაბალიანმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-7 კლასში თემაზე - „მავნე ჩვევები“ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებისათვის თემა ძალიან საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა.
დიდი ინტერესითა და პასუხისმგებლობით შეასრულეს დავალება და პრეზენტაცია ჯგუფურად წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: