ბავშვთა დაცვის დღესასწაული ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში
06-06-2022
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები შესთავაზეს. მათ შორის, მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი დაამზადეს და ასფალტი მოხატეს.

„ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ, მშვიდ და ლაღ ბავშვობას...“- აღნიშნავენ სკოლაში და ამ დღეს ყველა ბავშვს კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203