„სკოლა ამაყობს ნიჭიერი ფალავნებით“ - ბოგვის საჯარო სკოლელების წარმატება ქართული ჭიდაობის ტურნირში
04-06-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერადაც, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულმა კიდევ ერთხელ ასახელეს, რომელთაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ სპორტულ ტურნირში - „თელეთობა 2022 ქართულ ჭიდაობაში“ მოიპოვეს წარმატება.

  • ძმები აბულაძეები:
  • II კლასი - საბა 25 კგ. წონით კატეგორია, მესამე ადგილი;
  • IX კლასი - ლაშა 45 კგ. წონით კატეგორია, მეორე ადგილი;
  • სკოლის კურსდამთავრებული:
  • გიორგი - 60 კგ. წონით კატეგორია, მესამე ადგილი - 150 ლარიანი საპრიზო ვაუჩერი;
  • XI კლასი - გელა პოილარაშვილი 50კგ. წონით კატეგორია, მესამე ადგილი.
„ბოგვის საჯარო სკოლა ამაყობს ნიჭიერი ფალავნებით. გულითადად გილოცავთ და გისურვებთ ულევ წარმატებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203