„ასეთი მოსწავლეები და მასწავლებლები გვეამაყება“-შუამთას საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები და მენტორი მასწავლებელი აზა სართანია დაჯილდოვდნენ
03-06-2022

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის 3 წარჩინებული კურსდამთავრებული დააჯილდოვეს. 

მარიამ ივანიაძის, ლამარა კოპალეიშვილისა და ლიკა მეფარიშვილის დაჯილდოება ვანელობის დღესასწაულზე გაიმართა. 

გარდა ამისა, ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავებელ აზა სართანიას მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა. 

სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ

„ასეთი მოსწავლეები და მასწავლებლები გვეამაყება და გვეიმედება. კიდევ მრავალი წარმატება თქვენ. მადლობა ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ამ ინიციატივისათვის“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...