თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელები ხალხური მუსიკალური საკრავების მუზეუმს ესტუმრნენ
03-06-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, II კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი ლალი მენთეშაშვილი) 20 მაისს, ხალხური მუსიკალური საკრავების მუზეუმს ეწვივნენ.

ბავშვები უძველეს ქართულ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს გაეცნენ, მოისმინეს მათი ხმიანობა, იცეკვეს და იმხიარულეს.

აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელებს აღნიშნული დღე არასოდეს დაავიწყდებათ და მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი, ემოციური დღე ჩაიწერა.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203