შრომის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
03-06-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერექტუალური და ანალიტიკური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს თუ კონკურსებს სთავაზობენ და სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში რთავენ. 

2 ივნისს, შრომის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის“ ჩატარდა. 

თამაშში VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები თამაშში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203