ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
03-06-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

დღესასწაულს სკოლაში სახალისო აქტივობები მიეძღვნა. აქტივობებში მოსწავლეებთან ერთად, ჩაერთნენ მასწავლებლები და მშობლები და ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. 

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორებს ბავშვების გახარებისთვის მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203