ფონის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მარათონი მიეძღვნა
03-06-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

დღესასწაულს სკოლაში მარათონი მიეძღვნა. მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203