წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
03-06-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ვიქტორინები და აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-8 კლასის (კლასის ხელმძღვანელები: მ. გოლეთიანი, თ. მიქაუტაძე და მ. მაისურაძე) მოსწავლეებს შორის ფიზიკაში ვიქტორინა - კონკურსი - „ვინ უკეთ იცის ფიზიკა“ გაიმართა.
მოსწავლეების პედაგოგი ნინო ჭურაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა - კონკურსის ფარგლებში მერვეკლასელებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს, რითიც პედაგოგები ასახელეს.