აჭის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფერადი ღონისძიებით აღინიშნა
03-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ფერადი და მხიარული ღონისძიება ეზოში გაიმართა, მოსწავლეებმა ასფალტი მოხატეს, იმღერეს, იცეკვეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203