ფერეთის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
03-06-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა. 

„მხიარულ სტარტებში“ III-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ - „ავაზები" და „ლომები". 

თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად ისაპარეზა, საკუთარი სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და დრო სასიამოვნოდ გაატარა. 

საბოლოოდ, გამარჯვება „ავაზების“ გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203