„ვაჩუქოთ ბავშვებს ფერადი სამყარო“- ძენწმანის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა
03-06-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში აქტივობა „ვაჩუქოთ ბავშვებს ფერადი სამყარო“ გაიმართა.
ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ თემატური ნამუშევრებიც შექმნეს.
გარდა ამისა, რამდენიმე მოსწავლე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა და გასართობ თამაშებში ჩაერთო. ერთ-ერთმა მათგანმა ნატალი შაქარაძემ, მცირე პუბლიკის წინაშე, ნაწარმოები ფორტეპიანოზე შეასრულა. მან მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს