თბილისის N60 სკოლის მესამეკლასელებმა ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ნახატების გამოფენა მიუძღვნეს 
03-06-2022

თბილისის N60 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდ ყურადღებას უთმობენ და ამ მიზნით ბავშვებს არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ იზა ხულელიძის ხელმძღვანელობით, ნახატების გამოფენა მიუძღვნეს. 

მესამეკლასელებმა მრავალფეროვანი თემატური ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203