ფშაველის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
03-06-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
მოსწავლეებმა „ანბანის დამშვიდობების“ ზეიმი მოაწყვეს; კლასის ხელმძღვანელის, ნატა ლეკაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის ნანა ნონიკაშვილის დახმარებით პატარებმა გამოავლინეს, როგორც ცოდნა ისე, მუსიკალური შესაძლებლობები
„განსხვავებული დღე ჰქონდათ ხალისიანი, ლამაზი და ფერადი. ამ დღის გალამაზებისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას, ჩვენს პატარებს, რომელთაც მართლაც დაუვიწყარი და ულამაზესი დღესასწაული მოაწყვეს. ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩვენო პატარა მეგობრებო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს