დიდი თონეთის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
03-06-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის ეზოში განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა და ბავშვების ჟრიამული ისმოდა. მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით დახატეს ეზოში, უმცროსკლასელებმა ლექსები წაიკითხეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

„1 ივნისი ზაფხულის პირველი დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.ამ დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. სხვადასხვა ქვეყანაში ბაშვებისთვის  გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. ეს დღე  დიდი თონეთის საჯარო  სკოლაშიც აღინიშნა.

დიდი სიყვარულით ვულოცავთ ბავშვებს ამ დღეს და ვუსურვებთ ლაღ და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203