„მოზარდი და თამბაქო“ - შორაპნის საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-06-2022
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მე-8 და მე-8 კლასში პროექტი „მოზარდი და თამბაქო“ ჩატარდა. 

აქტივობა პედაგოგ ინგა თურქაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში თუ რა სარგებლობის და მავნებლობის მოტანა შეუძლია თამბაქოს, ელექტრონულ სიგარეტს, ყავის, შოკოლადის, ჩაისა და ენერგეტიკული სასმელის ზედმეტი დოზით მიღებას. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203