სკოლა-ლიცეუმ „ცოდნადან“ 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს, მომავალი „ცოდნელებისთვის“ კი ღია კარის დღე გამართეს
03-06-2022

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ მაისში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 

ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისთვის, რომლებიც სკოლის 27-ე გამოშვება არიან. შემდეგ ღია კარის დღე მომავალი „ცოდნელებისთვის“ გაიმართა. 

გარდა ამისა, მოეწყო  ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. სკოლამ პატარებს ეს დღე მიულოცა და მათ გართობასა და განწყობაზე იზრუნა.

„სკოლას ჰყავს ძალიან საამაყო ხუთი „ოქროსმედალოსანი“. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
„ცოდნა“ უკვე 28-ე ნაკადს იღებს. მხიარული ანიმატორებითა და თბილი დახვედრით ადმინისტრაციამ გზა დაულოცა მომავალ „ცოდნელებს“ ცოდნის სამყაროში. მათ დაათვალიერეს სკოლა, მოინახულეს სივრცე, სადაც წლებს გაატარებენ. ღონისძიების დასასრულს კი საჩუქრები გადაეცათ.
ჩვენი სკოლა მადლობას უხდის პატარების მშობლებს ნდობისთვის და სიყვარულით სავსე გარემოს ჰპირდება.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“, მისი თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, მშობლები და გულშემატკივრები კიდევ უამრავი საინტერესო, ულამაზესი და მასშტაბური ზეიმის მოლოდინში არიან“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203