ტყიბულის N4 სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე საინტერესოდ აღინიშნა
03-06-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

საზეიმო ღონისძიება დაწყებითი კლასების კათედრამ, პედაგოგ მადონა დვალის ორგანიზებით, ჩაატარა.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ანიმაციური და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, შემდეგ კი N6 საბავშო ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრნენ. მათ პატარებს თავიანთი შექმნილი ზღაპრები წაუკითხეს. ასევე.მუსიკალური და მხატვრული ნომრები შეასრულეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.

„ყველაზე მხიარული და ფერადი დღე, სტუმრად ბაღში.
სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა ბავშვს  ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ლაღ და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს მათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

.იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203