„ანბანის ზეიმი“ - ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
03-06-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის სოფელ ლეჩურში მდებარე სასწავლო კორპუსის I-II და III-IV კლასკომპლექტების მოსწავლეებს განსხვავებული დღე ჰქონდათ.
პატარა მოსწავლეებისთვის მეტად ხალისიანი, ლამაზი და ფერადი ღონისძიება - „ანბანის ზეიმი“ გაიმართა.
„ამ დღის გალამაზებისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას, კლასკომპლექტების ხელმძღვანელს, ასმათი მელიქიშვილს, მუსიკის მასწავლებელს, ნანა ნონიკაშვილს, რომელთა მიერ შეიკრა და წარმოჩინდა ლამაზად, პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის „ანბანთქება“; ასევე მადლობა მშობლებს, ასე გულმოდგინედ და აქტიურად, რომ ჩაერთნენ ღონისძიების გალამაზების პროცესში.
უღრმესი მადლობა ჩვენს პატარებს რომელთაც მართლაც დაუვიწყარი და ულამაზესი დღესასწაული მოაწყვეს. ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ჩემო პატარებო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო