ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
03-06-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა - ლიკა ღიბრაძემ და მარიამ კუტივაძემ ისაუბრეს 26 მაისის დღესასწაულის ისტორიული წინამძღვრების შესახებ.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა, ლელა ცხადაძემ.

მოსწავლეებმა საქართველოზე ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს.


აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203