მესხეთის საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაზე მეცხრეკლასელებმა იზრუნეს
03-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ მეცხრეკლასის მოსწავლეები მშობლიური სკოლის გარემოსა და ბუნებაზე მუდამ ზრუნავენ.
ამჯერადაც, მე-9 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს სკოლის ეზო დაასუფთავეს და გაალამაზეს.
აღნიშნული ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია რაც სკოლაში დამკვიდრდა და მოსწავლეები აქტივობაში ყოველთვის ხალისით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხად სწორედ გარემოზე ზრუნვაა მიჩნეული და ამ კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელებულა.