ბათუმის N8 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
03-06-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
საზეიმო ღონისძიებაზე მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა სკოლის სააქტო დარბაზში წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს არაერთი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები; ასევე, სოლიდარობის ნიშნად უკრაინულ ენაზე იმღერეს.
სცენაზე შესრულდა უკრაინული ცეკვა („პიდმანულა“). ღონისძიებას ამშვენებდა ორკესტრი, შესრულდა ცალკეული მუსიკალური კომპოზიციები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს