კერძო სკოლა „ანაბასისში“, მე-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, სპორტულ- გასართობი თამაში გაიმართა
03-06-2022
კერძო სკოლა „ანაბასისში“ სპორტულ- გასართობი თამაში გაიმართა. 

„მხიარული სტარტები“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა მასში მე-6 კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ. 

გუნდები შეჯიბრებისათვის სპორტის მასწავლებელმა კობა სვიანაძემ მოამზადა. შეირჩა 9 სახეობის აქტივობა, შედგა კომპეტენტური ჟიური - სპორტის პედაგოგის, დირექციის, დამრიგებლებისა და მოწვეული სპეციალისტის ბეჟან ჩხეიძის შემადგენლობით. 

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მე-6 კლასმა მოიპოვა. კლასები სერთიფიკატებით და გარდამავალი თასებით დაჯილდოვდნენ.

„სასკოლო პროექტი-ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა.
თამაში როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ და ემოციურად მიმდინარეობდა. პარალელი კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.
დაძაბულ და თითქმის თანაბარ ორთაბრძოლაში გამოვლინდა გამარჯვებული მე-6 კლასი. 
მხიარული სტარტები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და უბრალოდ მხიარულად და სასარგებლოდ დროის გატარების კარგი საშუალებაა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს . სპორტი კი ალაღებს და აჯანსაღებს ორგანიზმს!
ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ! ჯანმრთელობასა და ოცნებების ასრულებას ვუსუვებთ მათ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტო:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203