თელავის N2 სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
თელავის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლაში ამ დღეს კვირეული მიეძღვნა. განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- მომზადდა საინფორმაციო პოსტერი, რომელიც განთავსდა სკოლის სოციალურ ქსელში
- ბავშვების და მასწავლებლების მიერ მოიხატა სკოლის შიდა და გარე ეზო;
- მოეწყო სკოლის მოსწავლის ანი ფეიქრიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა;
- სკოლის სამოქალაქო მასწავლებლის მიერ ჩატარდა ტრენინგი კამპანიის ფარგლებში „იცოდე და იყავი დაცული";
- სკოლაში განთავსდა საინფორმაციო პოსტერი „ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ნაბიჯები" ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეში.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.
„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: