სასაშის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულით გააცილეს
03-06-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203