თბილისის N120 სკოლის VIII კლასებში სასწავლო პროექტი - „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“ განხორციელდა
03-06-2022
თბილისის N120 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, VIII კლასებში (ბიოლოგიის პედაგოგი ე. სადაღაშვილი) სასწავლო პროექტი თემაზე - „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“ - თამბაქოს მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე განხორციელდა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა წყაროდან ინფორმაცია მოიძიეს; ასევე, ამ საკითხების ირგვლივ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ.
ასევე, გამოიკვლიეს თანატოლებში თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების ხარისხი და გამომწვევი მიზეზები. შექმნეს ამ ნივთიერებათა მოხმარების საწინააღმდეგო პლაკატები და ბუკლეტები, პრეზენტაცია წარადგინეს კლასის წინაშე.