გოლთეთის საჯარო სკოლაში 2022 წლის კურსდამთავრებულთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
წელს სკოლა 7-მა მოსწავლემ დაამთავრა.
კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.
კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ფერადი კვამლი გაუშვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.
მათ სკოლა ემშვიდობება და უამრავ წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ კურსადმთავრებულებს და წარმატებას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: