აფხაზეთის N2 სკოლის მე-5 კლასში მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
03-06-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

თემა ჩვეულებრივი წილადები იყო. განხორციელდა შიდა საგაკვეთილო დაკვირვება/მონიტორინგი. 

მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას პედაგოგ დალი ფირცხალავას ორგანიზებულ და დაგეგმილ მიზნობრივ აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ. მათ თავიანთი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს. 

გავკეთილის მიზანი იყო წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება; ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან  წილადებზე მოქმედებების შესრულება.
           
„შესაფასებელი საკითხი მოსწავლეებმა შეასრულეს წერილობით და ამავდროულად, შეძლეს მისი საინტერესოდ გასიტყვება. გასიტყვება კი ემსახურებოდა  წერის, მეტყველების, გადმოცემის უნარის განვითარებას.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო აქტივობების მიზნის შესაბამისად საინტერესო საგანმანათლებლო რესურსები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203