ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფერადი ღონისძიებით აღნიშნეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღისა და ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. ფერადი და მხიარული ღონისძება ეზოში გაიმართა, მოსწავლეებმა ასფალტი მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
სკოლა ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს.
იხილეთ ფოტოები: