უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
03-06-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ონის კულტურის ცენტრის მიერ 1 ივნისის, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც სკოლა ჩაერთო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად მუსიკალური ნომრები მოამზადეს. ასევე, სასკოლო საზოგადოებამ შექმნა ხელთნაკეთი ნივთები და რაჭული ეზოს მაკეტი.