ჯანდარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ღია ცის ქვეშ საზეიმოდ აღინიშნა
03-06-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს.

საზეიმო ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. შთამბეჭდავი ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203