პატარა პამაჯის საჯარო სკოლიდან დირექციამ და პედაგოგებმა 2022 წლის კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით, საზეიმოდ გააცილეს
03-06-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა და დირექციამ კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
„29 ივნისს ჩვენს სკოლაში დიდი „ბოლო ზარი“ დაირეკა. პანდემიის პირობებში ეს პირველი „ბოლო ზარი“ იყო, რომელიც სცენაზე გაიმართა. სკოლის ყველა პედაგოგი ულოცავს კურსდამთავრებულებს და წინ ლამაზ, ბედნიერ ცხოვრებას უსურვებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს