წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ თანასკოლელებს ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებულად მიულოცა
03-06-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეთა თვითმმართველობამ გადაწყვიტა  მოსწავლეებისთვის გაეხალისებინა და გაეფერადებინა აღნიშნული დღე. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა. ​

„ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.  ამ დღესასწაულს მთელ საქართველოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც არ არიან გამონაკლისი, მაგრამ ბავშვთა დაცვის დღე მხოლოდ მხიარული და გასართობი ღონისძიება არ გახლავთ - ეს არის საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა აუცილებელია, რათა ისინი ბედნიერები გაიზარდონ, ისწავლონ, საყვარელი საქმით დაკავდნენ და მომავალში თავიანთი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად გაიზარდონ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203