პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
03-06-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლისა და ანბანის შესწავლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ, განსაკუთრებულ ვითარებაში აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მშობლიურ ენაზე მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „ნახვამდის ასოებო“ გამართეს, სადაც ნიჭიერმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში თითოეული პირველკასელი დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით იყო ჩართული და ამაგდარი პედაგოგები კიდევ ერთხელ ასახელეს.